ფარიკაობაში მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილი ვარსკვლავი, 2024 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და 2016 წლის ვერცხლის მედალოსანი უკრაინელი ოლენა კრავაცკა, ამჯერად სპორტული ილეთებით კი არა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული თამამი ფოტოებით მოექცა ყურადღების ცენტრში.
33 წლის ჩემპიონმა გამომწერებს ნამდვილი ესთეტიკური „დარტყმა“ მიაყენა და სოციალურ ქსელებში მისმა გამოდებულმა თამამმა ფოტოებმა არა მხოლოდ მოწონებები, არამედ ახურუშებულ მამრთა აღფრთოვანებული კომენტარების წვიმაც გამოიწვია.
როგორც თავად ოლენა წერს, კამერის წინ პრაქტიკულად ტიტლიკანობა მისთვის არც პროვოკაციაა და არც ვულგარულობა. ჩემპიონის აზრით ეს ფორმის სილამაზეა, მომენტით ტკბობაა და საკუთარი სხეულის ბუნებრივი შეგრძნებაა ზედმეტი დაძაბულობის გარეშე.







