განელი ფეხბურთელი ანტუან სემენიო "ბორნმუთიდან" კარიერას მანჩესტერ "სიტიში" გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
ფეხბურთელმა "ქალაქელებთან" კონტრაქტს 2031 წლამდე მოაწერა ხელი, ხოლო "ბორმუთი" მის სანაცვლოდ 72 მილიონ ევროს მიიღებს.
ცნობისთვის, ანტუან სემენიომ „ბორნმუთის“ რიგებში 2022 წლიდან 106 მატჩში 30 გოლი გაიტანა. მანამდე განელი შემტევი „ბრისტოლში“, „ნიუპორტში“, „სანდერლენდში“ თამაშობდა.





