"უოტფორდის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე "ბრისტოლთან" მატჩსაც გამოტოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
ჟურნალისტებმა ესპანელ სპეციალისტს ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ჰკითხეს.
"გიორგის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა პრესკონფერენციაზე. ჩვენ მას მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. გიორგის ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული ტკივილები არ აწუხებს, მაგრამ ცოტა მოფრთხილება მაინც საჭიროა. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც დაგვჭირდება ის ჩვენთან ერთად იქნება", - განაცხადა გრასიამ
გიორგი ჩაკვეტაძეს "ჰალ სიტისთან" მატჩი უნდა გამოეტოვებინა, თუმცა ეს შეხვედრა გარკვეული პერიოდით გადაიდო.ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ ღირსება 9 მატჩში დაიცვა და 1 საგოლე პასით გამოირჩა, რომლითაც თავი 1 იანვარს, „ბირმინგემ სიტისთან“ გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ "უოტფორდი" ხვალ, 10 იანვარს სტუმრად "ბრისტოლ სიტის" დაუპირისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე აიღებს სტარტს.





