„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის მე-16 ტურში „კიოლნის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ქართველი ფორვარდი ისევ ტრავმირებულია და როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა თქვა, მომავალი მატჩისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გამოჯანრმთელდება ის დაზიანებისგან.
ზივზივაძემ ბოლოს 22 ნოემბერს ითამაშა და უკვე ზედიზედ მეხუთე შეხვედრას გამოტოვებს.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა („აინტრახტთან“), ხოლო ორჯერ გერმანიის თასზეც ითამაშა.





