მადრიდის "რეალის" მეკარემ ტიბო კურტუამ "ატლეტოკოსთან" მოგებული მატჩის შემდეგ (2:1) კომენტარი გააკეთა და სუპერთასის ფინალზე ისაუბრა.
"მოგებით ძალიან გახარებულები ვართ, დღეს გუნდმა მოგებისთვის ყველაფერი გააკეთა და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. რაც შეეხება ფინალს? გასულ წელს "ბარსელონასთან" ორი ფინალი წავაგეთ, ამიტომ ახლა რევანში გვაქვს ასაღები. რა თქმა უნდა, მოგება "ბარსელონასაც" სურს, მითუმეტეს ბოლო მატჩში წაგებული აქვთ, ამიტომ გულშემატკივარი ფინალში სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრას იხილავს", - განაცხადა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში 11 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე „ელ კლასიკო“ შედგება, რომელშიც, რა თქმა უნდა, „ბარსელონა“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან.





