ფეხბურთი

16:55 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი სიმეონეს: "ისევ დამარცხდი"

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ ვინისიუსსა და „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მეორე ტაიმში „ატლეტიკოს“ სათადარიგო სკამთან ახლოს, ვინისიუსი მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, ხოლო სიმეონემ ბრაზილიელს მაშინ უთხრა: „ფლორენტინო გაგაგდებს, დაიმახსოვრე, რასაც გეუბნები“.

ბრაზილიელი ღიმილით რეაგირებდა და თამაშს დაუბრუნდა, ხოლო ჩოლო უკმაყოფილების გამოხატვას აგრძელდება. დაძაბულობა იყო 81-ე წუთზეც, როცა ვინისიუსი შეცვალეს. ბრაზილიელის მიმართ სტვენა ისმოდა, ხოლო მას სიმეონე მიუახლოვდა და ჟესტით ანიშნა, რომ მოესმინა სტადიონისთვის. შედეგად, სიტუაცია დაიძაბა.

მატჩის შემდეგ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ამ ინციდენტზე თქვა: „ყოველთვის ვცდილობ, პატივისცემით ვიმოქმედო და მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს არ ვესაუბრო. როდესაც ვინისიუსის მიმართ ნათქვამი მოვისმინე, არ მომეწონა, ეს სპორტის ფარგლებს სცდება. არსებობს საზღვრები, რომელთა გადალახვა არ შეიძლება“.

დაპირისპირება სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა. ვინისიუსმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის მოედანს სიმეონეს ფონზე ტოვებს და დააწერა: „კიდევ ერთხელ დამარცხდი“.

თავის მხრივ, დიეგო სიმეონემ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ყველაფერი დასრულებულია, რადგან რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ატლეტიკო“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 11 იანვარს, „ბარსელონას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091219