სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:30 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

MARCA: ლუის ენრიკემ პსჟ-თან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და კლუბს ზაფხულში დატოვებს

ესპანელმა სპეციალისტმა ლუის ენრიკემ "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რადგან ზაფხულში კლუბის დატოვებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ესპანელ სპეციალისტს ახალი გამოწვევები სურს და სწორედ ეს არის კონტრაქტზე უარის თქმის მიზეზი. გავცელებული ცნობებით, ესპანელი სპეციალისტის გადაბირება მანჩესტერ "სიტის" უნდა, რადგან პეპ გვარდიოლას ზაფხულში კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

შეგახსენებთ, ლუის ენრიკეს პსჟ-ში 2023 წლიდან მუშაობს და პარიზულ კლუბს ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ესპანელის ხელმძღვანელობით უდგას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.057663