სანტანდერის „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალბერტომ „სარაგოსასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გიორგი გულიაშვილზე ისაუბრა, რომელიც ესპანურმა კლუბმა დღეს შეიძინა.
როგორც მან თქვა, გიორგის შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდათ, მაგრამ მაშინ ამის გაკეთება ვერ შეძლეს.
„გულიაშვილის შეძენას ზაფხულშიც ვცდილობდით, მაგრამ მაშინ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა ახლა შევძელით. მას შეუძლია, როგორც ორივე ფლანგზე თამაში, ასევე ფორვარდის პოზიციაზე. ძალიან აგრესიული ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის მეტოქეს უმიზნებს, ორივე ფეხით კარგად თამაშობს, საგოლე ალღო აქვს და მოედნის ბოლო ნაწილში პასებიც გაკეთებაც შეუძლია“, - აღნიშნა ხოსე ალბერტომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილმა „რასინგთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. „რასინგი“ ლა ლიგა 2-ში 38 ქულით ლიდერია და 10 იანვარს, „სარაგოსას“ შეხვდება, მაგრამ ქართველის დებიუტი ამ შეხვედრაში არ შედგება, რადგან განაცხადში არაა. შეიძლება, მან სანტანდერელთა რიგებში პირველად 15 იანვარს, ესპანეთის თასზე „ბარსელონასთან“ ითამაშოს.
გიორგი გულიაშვილს აქამდე „იბერიაში“, „ველეჟ მოსტარსა“ და „სარაევოში“ უთამაშია.





