ფეხბურთი

19:50 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "სემენიოს დიდი ხანი ვაკვირდებოდით"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ანტუან სემენიოს ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, სემენიომ „სიტი“ თავად აირჩია და ტრანსფერი რომ შედგა, განელი ფეხბურთელის დამსახურებაა:

„სემენიოს დიდი ხანი ვაკვირდებოდით, მას ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, მარჯვნივაც და მარცხნივაც, ორივე ფეხს წარმოუდგენლად იყენებს, თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია. ბევრ კლუბს სურდა და გადაწყვეტა ჩვენთან გადმოსვლა. ასე რომ, მასზე მადლობის თქმა შემიძლია.

მარკ გეჰის ტრანსფერი? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, არ ვიცი“, - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.172875