ფეხბურთი

20:27 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩეს" ადემოლა ლუკმენის დამატება სურს

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელის ადემოლა ლუკმენის შეძენა სურს.

როგორც თურქული მედია იტყობინება, სტამბოლელთა მიზანია, რომ ნიგერიელი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გადაიბირონ. „ატალანტაც“ მზადაა ლუკმენს შეელიოს, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვს და კონტრაქტიც 2027 წლის ზაფხულში ეწურება. იტალიელები ლუკმენის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვენ.

ადემოლა ლუკმენი „ატალანტაში“ 2022 წლიდან თამაშობს და 134 მატჩში 55 გოლი აქვს გატანილი. იქამდე, ნიგერიელი „ლესტერის“, „ფულჰემის“, „ლაიფციგის“, „ევერტონის“ და „ჩარლტონის“ ღირსებას იცავდა.

„ფენერბაჰჩედან“ სერია A-დან ერთი ფეხბურთელი უკვე დაიმატა - „ლაციოდან“ 30 მილიონ ევროდ მატეო გენდუზი შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.169983