ლონდონის „არსენალი“ ბუკაიო საკასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ამის შესახებ The Athletic-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, შეთანხმება 2031 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. 24 წლის ვინგერის წინა კონტრაქტი 2027 წლის ივნისში იწურებოდა.
საკამ „მეთოფეების“ რიგებში ყველა ტურნირზე 290 მატჩი ჩაატარა, 77 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა გააკეთა.





