ფეხბურთი

22:10 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალის ნაკრები აფრიკის თასის ნახევარფინალშია

აფრიკის თასი მეოთხედფინალური ეტაპით განახლდა, რომლის პირველ შეხვედრაში სენეგალის ნაკრებმა მალის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

27-ე წუთზე სენეგალელები ილიმან ნდიაეს გოლით დაწინაურდნენ და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. პირველ ტაიმში მალი ივეს ბისუმას გაძევების გამო მოედანზე კაცნაკლული დარჩა და ასეთ პირობებში გათანაბრება გაუჭირდა.

აფრიკის თასის ნახევარფინალში სენეგალის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. წინ კიდევ სამი მეოთხედფინალური მატჩია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092088