ფეხბურთი

22:53 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" რუმინელ მცველს დაიმატებს

„რომა“ რუმინეთის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ ცენტრალური მცველის, რადუ დრაგუშინის შეძენას უახლოვდება.

„ჯალოროსი“ მზადაა 23 წლის ფეხბურთელი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატოს, რომელიც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

დრაგუშინი „ტოტენჰემში“ 2024 წლის იანვრიდან თამაშობს და 38 მატჩი ჩაატარა. მას იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „იუვენტუსის“, „სამპდორიას“, „სალერნიტანასა“ და „ჯენოას“ ღირსებას იცავდა.

0.163485