საერთაშორისო დიდოსტატმა ბელა ხოტენაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა მონტე-კარლოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში.
ბელა, პრაქტიკულად მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და მხოლოდ ბოლო ტურში, მოგებულ პოზიციაში განცდილი მარცხის შემდეგ, გაიყო I–II ადგილები ელინე რობერსთან (ნიდერლანდები) ერთად. სამწუხაროდ, პირადი შეხვედრის შედეგის გამო ბელა ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ასევე წარმატებით იასპარეზა ნინო ბაციაშვილმა — 9.5 ქულით III–VI ადგილები გაინაწილა. მერი არაბიძე კი 9 ქულით მეათე ადგილზე გავიდა.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 13 ტურად ჩატარდა და მასში 30 ქვეყნის 127 მოჭადრაკე მონაწილეობდა.







