სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:16 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის გოლი საფრანგეთის ლიგა 1-ში თვის საუკეთესოა

„მეცის“ ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ში დეკემბრის თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

ქართველმა შემტევმა დეკემბერში „პარი სენ-ჟერმენის“ კარი დალაშქრა და ამ გოლმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. წიტაიშვილის გოლმა იბრაჰიმ მბაიეს, ოდსონ ედუარის, სორიბა დიუანეს და ფაბიენ სენტონზეს გოლებს აჯობა.

წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში სულ 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096102