აფრიკის თასის მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრები კამერუნს დაუპირისპირდა, რომელიც 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
პირველ ტაიმში ანგარიში ბრაიმ დიასმა გახსნა, რომელიც 5 გოლით ტურნირის ბომბარდირია, ხოლო მეორე ნახევარში ისმაელ საიბარიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ვალიდ რეგრაგის გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
მაროკოს ნაკრები ნახევარფინალში ალჟირს ან ნიგერიას შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში სენეგალის ნაკრები ეგვიპტეს ან კოტ დივუარს დაუპირისპირდება.







