კალათბურთი

1:54 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის 21-ე ტურში „ბარსელონამ“ ბელგრადის „პარტიზანი“ ადვილად, 88:70 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

„ბარსამ“ პირველი პერიოდი 7 ქულით დათმო, მაგრამ შემდეგ დიდ უპირატესობას დაეუფლა და გამარჯვება არ გასჭირვებია.

თორნიკე შენგელიამ არასრულ 28 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ბარსელონა“ 14 მოგებით და 7 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 იანვარს, მადრიდის „რეალს“ ელ კლასიკოში ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159977