ფეხბურთი

13:36 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" ნიდერლანდელი ნახევარმცველი დაიმატა

რომის „ლაციომ“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ კენეტ ტეილორი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

"ლაციომ" 14 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც 2 მილიონი ბონუსად დაემატება, ხოლო ფეხბურთელმა კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„ლაციოში“ ტეილორი მატეო გენდუზის შემცვლელად მიაჩნიათ, რომელმაც კარიერა „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელა.

კენეტ ტეილორი „აიაქსის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 184 მატჩში 36 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.092174