NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ფილადელფიას“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 91:103 დამარცხდა.
მასპინძლებმა მეტოქეს მხოლოდ პირველ პერიოდში აჯობეს, შემდეგ „ფილამ“ შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
ბითაძემ 12 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ორიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, საჯარიმო კი არ უსვრია.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგებით და 8 წაგებით მერვე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეანთან“ გამართავს.







