ფეხბურთი

12:59 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძე: "ზეწოლას არ ვგრძნობდი, ჩემთვის ეს ბუნებრივი სიტუაცია იყო"

„კადისის“ ფეხბურთელმა იური ტაბატაძემ ხიხონის „სპორტინგთან“ მატჩის (3:2) შემდეგ ისაუბრა.

ქართველმა შემტევმა ამ შეხვედრაში თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა და ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო გოლის გატანა.

„კარგი თამაში იყო. ყველაფერი კონტროლის ქვეშ გვქონდა. 3:0 ვიგებდით, მაგრამ ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ და სწორედ ამიტომ გავუშვით ორი გოლი. კარგია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. წინა მატჩშიც გავიტანე გოლი, მაგრამ ვერ მოვიგეთ. მიხარია, რომ ეს მატჩი მოვიგეთ.

პენალტი? არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობდი. მე ვიყავი ჩემი გუნდის პენალტების შემსრულებელი საქართველოში, ამიტომ ეს ჩემთვის ბუნებრივია. კარგია, რომ სეზონის განახლების შემდეგ ისევ საუკეთესო ფორმაში ვართ. ვფიქრობ, რომ თამაშების მოგებას გავაგრძელებთ და მიზანს მივაღწევთ“, - თქვა ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, რომ იური ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში მეექვსე გოლი გაიტანა, მათ შორის, ზედიზედ მეორედ, რადგან წინა ტურშიც შეძლო თავის გამოჩენა ეფექტური გოლით, როცა „დეპორტივო“ დაამწუხრა.

„კადისმა“ ამ გამარჯვებით 34 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო 18 იანვარს „ალბასეტეს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.172127