ფეხბურთი

16:24 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" მენიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია

„მილანმა“ მაიკ მენიოსთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

ფრანკ მეკარეს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ „როსონერიში“ მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი არიან. ამიტომაც, 2031 წლამდე კონტრაქტი მოუმზადეს, რაზეც შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწიეს.

მაიკ მენიო „მილანმა“ 2021 წელს „ლილიდან“ უფასოდ დაიმატა და მას შემდეგ 194 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფრანგს ხსენებული კლუბების გარდა, პსჟ-ს მეორე გუნდშიც უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.163992