ინგლისის ასოციაციის თასს მესამე რაუნდში გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი „კრისტალ პალასი“, რომელიც სენსაციურად რანგით მეექვსე დივიზიონის ბინადარ „მაკლსფილდთან“ დამარცხდა.
ოლივერ გლაზნერის გუნდი ბოლო დროს ცუდ ფორმაშია, მაგრამ გაცილებით სუსტ მეტოქესთან მარცხი მაინც ძალიან მოულოდნელი იყო.
„მაკლსფილდი“ პირველი ტაიმის მიწურულს პოლ დოუსონმა დააწინაურდა, ხოლო მეორე ტაიმში ისააკ ბაკლიმ სხვაობა გააორმაგა. „პალასის“ მაქსიმუმი ბოლო წუთზე იერემი პინოს ავტოგოლი იყო - 2:1. აქვე გეტყვით, რომ "მაკლსფილდის" მთავარი მწვრთნელი უეინ რუნის უმცროსი ძმა, 35 წლის ჯონ რუნია, რომელიც სამწვრთნელო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს.
ამრიგად, „კრისტალ პალასი“, რომელმაც შარშან ასოციაციის თასი მოიგო და ეს მის ისტორიაში პირველი ტიტული იყო (მერე ინგლისის სუპერთასიც მოიგო), ტურნირის უკვე გამოეთიშა.





