ფეხბურთი

21:23 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სემენიოს დებიუტი გოლით და საგოლე პასით: "მანჩესტერ სიტიმ" 10:1 მოიგო

ინგლისის ასოციაციის თასს მესამე რაუნდში „მანჩესტერ სიტიმ“ „ექსტერი“ არასაფეხბურთო ანგარიშით - 10:1 დაამარცხა.

რა თქმა უნდა, გუნდების კლასს შორის უდიდესი სხვაობა იყო და პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ვარჯიშით გაიმარჯვეს. შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა ანტუან სემენიოს, რომელიც გუნდს გუშინ შეუერთდა, მაგრამ უკვე ძირითად შემადგენლობაში გაამწესეს, მანაც მწვრთნელს ნდობა გაუმართლა - გოლით და საგოლე პასით.

"მანჩესტერ სიტისთვის" ეს ასოციაციის თასზე ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა თავის ისტორიაში.

„მანჩესტერ სიტი“ მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მეტოქის ვინაობას მოგვიანებით შეიტყობს.

0.08735