აფრიკის თასზე მეოთხედფინალური ეტაპი გრძელდება, სადაც ნიგერიის ნაკრებმა ალჟირის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, სამაგიეროდ, მეორე ნახევრის სტარტზე, 10-წუთიან ინტერვალში ნიგერიამ ორჯერ გაიტანა. ჯერ ვიქტორ ოსიმენმა გამოიჩინა თავი, ხოლო შემდეგ აკორ ადამსმა სხვაობა ორამდე გაზარდა - 0:2.
ალჟირმა მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა და აფრიკის ერთა თასი მეოთხედფინალურ სტადიაზე დაასრულა.
ნიგერიის ნაკრები ნახევარფინალში მასპინძელ მაროკოს შეხვდება, მატჩი 14 იანვარს გაიმართება.







