ფეხბურთი

22:32 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩემ" "გალათასარაი" დაამარცხა და თურქეთის სუპერთასი მოიგო

თურქეთის სუპერთასი „ფენერბაჰჩემ“ მოიგო, რომელმაც ფინალში „ათა თურქის“ სტადიონზე „გალათასარაი“ 2:0 დაამარცხა.

სტამბოლურმა დერბიმ, მითუფრო სატიტულე დაპირისპირებამ, დიდი ინტერესი გამოიწვია, ხოლო დომენიკო ტედესკოს გუნდმა მეტოქეს აჯობა და 2026 წელი იდეალურად დაიწყო.

28-ე წუთზე ანგარიში ფრანგმა ნახევარმცველმა მატეო გენდუზიმ გახსნა, რომელსაც „ფენერში“ დებიუტი ჰქონდა. გენდუზიმ ოთხშაბათს „ლაციოს“ მაისურით 90 წუთი ითამაშა, რომაელ ფანებს დაემშვიდობა და „ფენერბაჰჩეში“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ წავიდა, სადაც პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა და ტიტული მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა ორამდე იაიდენ ოოსტერვოლდემ გაზარდა და შემდეგ არაფერი შეცვლილა.

„ფენერბაჰჩემ“ თურქეთის სუპერთასი 2014 წლის შემდეგ პირველად, ხოლო ისტორიაში მეცხრედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10114