ფეხბურთი

22:58 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ისევ ფრის გარეშეა და მესამე ადგილზე გადავიდა

იტალიის სერია A-ს მეოცე ტურში „რომამ“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

თუმცა, ჯან პიერო გასპერინის გუნდს მიზნის მიღწევა საკმაოდ გაუჭირდა. 75 წუთის განმავლობაში ტაბლოზე ნულები ენთო, ხოლო „სასუოლოს“ ანგარიშის გასახსნელად რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, ბოლოს „რომამ“ აჯობა მეტოქეს, მანუ კონეს და მატიას სულეს გოლებით 2:0 მოიგო და 39 ქულით მეოთხე ადგილზე გადავიდა, ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ იქამდე, სანამ ტური დასრულდება. „ჯალოროსი“ მომდევნო ტურში 18 იანვარს, „ტორინოს“ ესტუმრება.

აღსანიშნავია, რომ "რომას" 20 ტურის შემდეგ ფრე ჯერ კიდევ არ უთამაშია - 13 მოგება, 7 წაგება.

თეგებირომასერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.16555