ფეხბურთი

11:02 | 11.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მწვრთნელი: "საკუთარ თავს საზღვრები არ უნდა დავუწესოთ"
"მესამე გოლი ტექნიკურად ბრწყინვალე იყო"

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ „ალავესთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, საკუთარ ამბიციებს საზღვრები არ უნდა დაუწესონ და მაქსიმუმისთვის უნდა იბრძოლონ:

„საკუთარ თავს საზღვრები არ უნდა დავუწესოთ, არამედ უნდა ვიოცნებოთ. ხოლო იმისთვის, რომ ვიოცნებოთ, უნდა გავუმჯობესდეთ. მესამე ადგილზე ვართ, ერთი თამაშით ნაკლები გვაქვს. თუ უკეთესობისკენ ვისწრაფვით, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ გასვლით მატჩებში წავაგეთ „რეალთან“ და „ატლეტიკოსთან“, ხოლო სახლში „ბარსელონასთან“. ყველა ამ მატჩში ახლოს ვიყავით კარგ შედეგთან, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მიზანი ნათელია: უფრო ახლოს ვიყოთ. ადვილი არ არის, მაგრამ ეს ჩვენი ამბიცია უნდა იყოს. ვნახოთ, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა.

მოედანზე ხარისხის დანახვა გსიამოვნებს და კიდევ უფრო მეტად ტკბები, როდესაც ამას შენი ფეხბურთელები აჩვენებენ. პირველი გოლის მომენტში შესანიშნავი პასი გავაკეთეთ, შემდეგ კიდევ ერთი შესანიშნავი პასი, რომელიც ჟერარის დარტყმით და მესამე გოლი, რომელიც ბრწყინვალე ტექნიკით გამოირჩეოდა“, - თქვა მარსელინომ.

შეგახსენებთ, „ვილიარეალი“ ლა ლიგაში 41 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს, სევილიის „ბეტისს“ სტუმრად შეხვდება. აღსანიშნავია, რომ "ვილიარეალმა" თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ლა ლიგაში პირველი წრის შემდეგ 41 ქულა პირველად აქვს, რაც მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.088108