ლეგენდარული შვედი ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი მაქსიმილიან იბრაჰიმოვიჩი „მილანიდან“ კარიერას „აიაქსში“ გააგრძელებს.
ტრანსფერზე შეთანხმება შედგა. მაქსიმილიანი „აიაქსს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება.
19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 2025 წლიდან „მილანის“ მეორე გუნდში 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო მთავარ გუნდში დებიუტი არ ჰქონია. ზლატანი „მილანში“ თამაშობდა და ამჟამად მუშაობს, ხოლო „აიაქსსაც“ კარგად იცნობს, საიდანაც ის ფართო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო.
ასე რომ, ახლა, მისი შვილიც ნიდერლანდურ კლუბში ეცდება თავის გამოჩენას.





