კალათბურთი

0:48 | 11.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის შესანიშნავმა თამაშმა "ტენერიფე" მარცხისგან ვერ იხსნა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-15 ტურში „ტენერიფემ“ „ფორსა ლეიდას“ უმასპინძლა, რომელთანაც 78:94 დამარცხდა.

მატჩის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა 24:16 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.

გიორგი შერმადინმა 24 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 12-დან 9 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო და სამქულიანი არ უსვრია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა.

18 ქულით შერმადინი თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო ორივე გუნდში მხოლოდ ერთ კალათბურთელს ჩამორჩა.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 9 მოგებით და 6 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს, „ბილბაოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093308