აფრიკის თასზე მეოთხედფინალური ეტაპიც დასრულდა და ბოლო ნახევარფინალისტი ეგვიპტის ნაკრებია, რომელმაც კოტ დივუარის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 აჯობა.
ეგვიპტელებმა ნახევარ საათში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს ომარ მარმუშის და რამი რაბიას გოლებით, რასაც კოტ დივუარმა ტაიმის მიწურულს აჰმედ ფატუჰის ავტოგოლით უპასუხა.
თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში მოჰამედ სალაჰმა გაიტანა და ორბურთიანი სტატუსკვო აღადგინა. კოტ დივუარმა მაინც გაიბრძოლა, 73-ე წუთზე გელა დუემ კიდევ ერთხელ შეამცირა სხვაობა, თუმცა, ეს მაქსიმუმი გამოდგა.
ამრიგად, აფრიკის თასის ორივე ნახევარფინალური წყვილი გაირკვა: სენეგალი - ეგვიპტე, მაროკო - ნიგერია.







