კალათბურთი

10:26 | 11.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 13 ქულა და "პალმერ ბასკეტის" გამარჯვება

ესპანეთის საკალათბურთო მეორე დივიზიონის მე-16 ტურში დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტმა“ სტუმრად „ესტელა“ დაძაბულ ბრძოლაში, 76:73 დაამარცხა.

სანაძემ 26 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. დუდამ 5-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„პალმერ ბასკეტი“ 3 მოგებით და 12 წაგებით მე-15 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 18 იანვარს, „ფუენლაბრადას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16112