ფეხბურთი

11:38 | 11.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ სალაჰის რეკორდი აფრიკის თასზე

ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა აფრიკის თასზე რეკორდი დაამყარა.

კოტ დივუარის ნაკრები იყო მე-11 გუნდი, რომელსაც სალაჰმა აფრიკის თასზე გოლი გაუტანა. ამ ტურნირზე არცერთ სხვა ფეხბურთელს უფრო მეტი ნაკრებისთვის გოლი არ გაუტანია.

სალაჰმა ოთხ სხვადასხვა აფრიკის თასზე განა, ბურკინა ფასო, დრ კონგო, უგანდა, გვინეა ბისაუ, მაროკო, ზიმბაბვე, სამხრეთ აფრიკა, ბენინი და კოტ დივუარი დაამწუხრა. აღსანიშნავია, რომ ყველა ნაკრებისთვის თითო გოლი აქვს გატანილი, შესაბამისად, აფრიკის თასზე ჯამში მის აქტივში 11 გოლია.

ეგვიპტის ნაკრები მიმდინარე გათამაშებაში ნახევარფინალშია, სადაც სენეგალს შეხვდება, ხოლო სალაჰმა კონკრეტულად წლევანდელ ტურნირზე თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175382