ლონდონის „ჩელსიმ“ ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში სტუმრად „ჩარლტონ ატლეტიკი“ 5:1 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ლიამ როსენიორის დებიუტიც „არისტოკრატების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული გამოდგა. „ჩელსი“ პირველი ტაიმის მიწურულს იორელ ჰატოს ეფექტური გოლით დაწინაურდა.
მეორე ტაიმში ტოსინ ადარაბიომ, მარკ გუიუმ, პედრო ნეტომ და ენცო ფერნანდესმაც გაიტანეს. „ჩარლტონმა“ ხუთ გოლს ერთადერთი გოლით უპასუხა, როცა მეორე ტაიმის დასაწყისში მაილს ლებერნმა გაიტანა და ცოტა ხნით თამაში დაძაბა, რადგან ანგარიში 1:2 გახადა.
„ჩელსი“ ასოციაციის თასის მეოთხე ეტაპზე გავიდა, სადაც მეტოქის ვინაობას მოგვიანებით შეიტყობს.





