სხვა

12:03 | 11.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ათანასიოს კაჩიგიასი: “ყველა ჯგუფი რთულია, არასდროს იცი რას უნდა ელოდო”

დღეს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებს. ჩვენი ქვეყნის გუნდი კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს. ეროვნული ნაკრების ღირსებას 15 მოთამაშე დაიცავს. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთი იქნება. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

"ტურნირის ძალიან სპეციფიკურია. ბევრი რამ დამოკიდებულია იმპულსზე, რომელიც იმ მომენტში გაქვს. მოთამაშეების მენტალურ მდგომარეობაზე, მათ ფიზიკურ ფორმაზე. ზოგჯერ შეიძლება აღმოჩნდე ჯგუფში, რომელიც შედარებით მარტივი გგონია, მაგრამ საბოლოოდ პირიქით გამოდის. ყველა ჯგუფი რთულია. არასოდეს იცი, რას უნდა ელოდო. თითოეული მათგანი ეცდება თავისი შანსი მაქსიმალურად გამოიყენოს", - თქვა ათანასიოს კეჩაგიასმა.

ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშეს, ხოლო საუკეთესო შედეგს 2022 წელს მიაღწიეს, როდესაც ტურნირი მერვე ადგილზე დაასრულეს. თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი საუკეთესო ნაკრები გადის, ხოლო ჯგუფების ბოლოადგილოსნები ჩემპიონატზე ბოლო ოთხი ადგილის გასანაწილებლად იბრძოლებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166087