სხვა

13:31 | 11.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვატო დადვანი: “მეტოქეების სახელებს პატივს ვცემთ, მაგრამ მათთან დაპირისპირების არ გვეშინია”

დღეს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებს. ჩვენი ქვეყნის გუნდი კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს. ეროვნული ნაკრების ღირსებას 15 მოთამაშე დაიცავს. ბელგრადში გასამართ ტურნირზე, მეტოქეებზე და შანსებზე კომენტარი ეროვნული გუნდის წევრმა, ვატო დადვანმა გააკეთა.

"მოლოდინი კიდევ უფრო მაღალია და ყველა აღფრთოვანებულია მოახლოებული ტურნირით. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, შემიძლია ვთქვა, რომ აქტიურად ვემზადებით. ვფიქრობ, ამჯერად გვაქვს უფრო დიდი შანსები, ვიდრე წინა ევროპის ჩემპიონატებზე, განსაკუთრებით ახლა, როცა ახალი ფორმატია.

ჯგუფში ორი უმაღლესი დონის გუნდი გვყავს,ხორვატია და საბერძნეთი. ისინი ყოველთვის მედლის კანდიდატები არიან, ასევე სლოვენია, რომელიც ახალგაზრდული გუნდია. ვეცდებით, თითოეულ მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ. პატივს ვცემთ მეტოქეების სახელებს, მაგრამ არ გვეშინია მათთან დაპირისპირების" - განაცხადა ვატო დადვანი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091488