„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ელ კლასიკოს“ წინ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, „ბარსელონას“ სურს 2026 წელი ტიტულით დაიწყო და „რეალისგან“ განსხვავებით ფინალში დამსახურებულადაა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „სამეფო კლუბთან“ ურთიერთობა გაწყვეტილი აქვთ:
„რეალთან ურთიერთობები გაწყვეტილია. არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც გვაშორებს ერთმანეთს. თუ ადრე მკაცრი მეტოქეები ვიყავით, ახლა კიდევ უფრო მეტად ვართ. ყველაფრის ცივილიზებული გზით მოგვარება შესაძლებელია, მაგრამ ახლა მათსა და ჩვენს შორის ურთიერთობა არ არსებობს. როგორც ცხოვრებაში, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ ეს ჩართულ მხარეებზეა დამოკიდებული. არ ვიცი, ფლორენტინო პერესი აქ არის თუ არა, შესაძლოა, ის ჩვენი ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ მოვიდა, მაგრამ მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს.
„ბარსელონა“ მოუთმენლად ელის ამ ტიტულის მოგებას, რომელიც სეზონში ჩვენთვის პირველი იქნება. დამსახურებულად გავედით ფინალში და ჩვენს ყველა გულშემატკივარს სურს, რომ 2026 წელი ტიტულით დაიწყოს. ყოველ ჯერზე, როცა სუპერთასს ვიგებთ, მას შემდეგ, როგორც წესი, სხვა ტიტულებსაც ვიგებთ.
ფინალში ფავორიტები არასდროს არიან და ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ჩვენი გუნდური სულისკვეთება მათზე მაღალია. ფინალში „ბილბაოს“ წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩის ჩატარებით გავედით, მაშინ როცა მეორე ნახევარფინალში „ატლეტიკო“ მეტს იმსახურებდა“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.





