ფეხბურთი

16:05 | 11.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "დავითაშვილს ტრავმა აქვს და ალბათ, მომდევნო მატჩში ვერ ითამაშებს"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი დიდი ალბათობით, გუნდს მომდევნო მატჩში ვერ დაეხმარება.

როგორც ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა აღნიშნა, დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ რამდენიმე დღეს ზურიკოს უქმობა მოუწევს.

„ლე მანთან“ მატჩში ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა მიიღო, დიდი ხნით არ დაგვაკლდება, მაგრამ „კლემორნთან“ მატჩისთვის სავარაუდოდ, მზად ვერ იქნება“, - განაცხადა ნორვეგიელმა "ოსერთან" სპარინგის შემდეგ, რომელშიც ქართველ შემტევს არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.165229