„ალ-იტიჰადი“ კარიმ ბენზემასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.
იტალიელი ინსაიდერის ცნობით, საუდის არაბეთის კლუბი ცდილობს ფრანგი ფორვარდის შენარჩუნებას, რომელსაც ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
„ალ-იტიჰადმა“ ბენზემას კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე შესთავაზება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფრანგიც არ არის წინააღმდეგი, რომ არაბეთში დარჩეს.
კარიმ ბენზემამ „ალ-იტიჰადში“ 2023 წლიდან დღემდე 82 მატჩში 53 გოლი გაიტანა.







