ფეხბურთი

19:05 | 11.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "ასოციაციის თასი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და წამყვანი ფეხბურთელებით ვითამაშებთ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ ასოციაციის თასი მათთვის მნიშვნელოვანია და „ბარნსლის“ წინააღმდეგ შემადგენლობას მთლიანად არ შეცვლის.

„ლივერპული“ ამ ტურნირს შარშან სენსაციურად „პლიმუთთან“ მარცხით გამოეთიშა და შესაბამისად, როგორც ჩანს, ახლა სლოტი მომავალ მატჩს უფრო მეტად სერიოზულად უდგება.

„გასულ სეზონში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს დასვენება სჭირდებოდა, რადგან ყველა ფეხბურთელის ერთდროულად თამაში შეუძლებელია. თუმცა, ახლა ინგლისის ლიგის თასზე აღარ ვართ. ასოციაციის თასი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ჯერ კიდევ ყველა ტურნირზე იბრძვი, იმ ფეხბურთელების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც გასულ სეზონში გვყავდა და გვყავს - არჩევანის გაკეთება გიწევს. თუმცა, გარანტიას გაძლევთ, რომ ორშაბათს ყველა იმ მოთამაშეს ნახავთ მოედანზე, ვინც ხუთშაბათს „არსენალთან“ ნახეთ, შესაძლოა რამდენიმე ცვლილებით, მაგრამ ისინი სათადარიგოთა სკამზე იქნებიან. ასე რომ, ეს განსხვავებული იქნება გასული სეზონისგან, როდესაც „პლიმუთთან“ ვითამაშეთ“, - აღნიშნა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ – „ბარნსლის“ მატჩი 12 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილმა ითამაშოს, თუ სლოტი მეკარის პოზიციაზე როტაციას და ალისონის დასვენებას გადაწყვეტს. მამარდაშვილი მოედანზე ბოლოს 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, პსვ ეინდჰოვენთან იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.159892