ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში „არსენალი“ ჩემპიონშიფის ბინადარ „პორტსმუთს“ ესტუმრა, რომელიც ადვილად, 4:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
არადა, მასპინძლები ძალიან სწრაფად, მესამე წუთზე კოლბი ბიშოფის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, „არსენალმა“ მალევე ანდრე დოზელის ავტოგოლით გაათანაბრა.
შემდეგ გაბრიელ მარტინელის ბენეფისი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
„არსენალი“ ასოციაციის თასის 1/16-ფინალში მეტოქის ვინაობას მოგვიანებით შეიტყობს.





