„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ასოციაციის თასს მესამე რაუნდში, 1/32-ფინალში გამოეთიშა.
„წითელი ეშმაკები“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ბრაიტონთან“ დამარცხდნენ - 1:2. დასაწყისში ანგარიში ბრაიან გრუდამ გახსნა, რასაც მეორე ტაიმის შუაში დენი ველბეკის გოლი მოჰყვა.
„მანჩესტერმა“ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ბენჟამინ შეშკოს გოლით უპასუხა, მაგრამ ეს მასპინძელთა მაქსიმუმი გამოდგა.
„ბრაიტონი“ მომდევნო ეტაპზე გავიდა, ხოლო „მანჩესტერი“ ასოციაციის თასს დაემშვიდობა.





