კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ უშუალო კონკურენტი „ეთნიკოსი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის ბედი იტალიელი ნახევარმცველის, სტეფანო სენსის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც 41-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ფამაგუსტელებმა შემდეგ უპირატესობა შეინარჩუნეს.
„რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება. დიდი ხნის შემდეგ მოვიგეთ, დიდი ზეწოლა გვქონდა. ვნებითა და ძალით ვითამაშეთ, შეგვეძლო მეტი გოლის გატანა. მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს გვერდით არის. ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი, არ არის საჭირო ამის მუდმივად თქმა. ჩვენ ძალიან დიდი გუნდი ვართ. ზოგიერთმა ადამიანმა ამ გუნდში დანაშაული ჩაიდინა, ეს ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენ მომავალში და ყველა თამაშში ვიმუშავებთ, მჯერა, რომ უკეთესი დღეები დადგება.
მე უბრალოდ ადამიანი ვარ, რომელიც აქ 25 წელია ვარ და მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ. ახლა ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს წინა წლებთან შედარებით, როდესაც ტიტულებს ვიგებდით და ევროტურნირებზე ვთამაშობდით“, - თქვა ქეცბაიამ მატჩის შემდეგ.
„ანორთოსისი“ 17 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 იანვარს, ნიქოზიის „ომონიას“ ესტუმრება.







