ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ „ოვიედო“ დაძაბულ ბრძოლაში 74:69 დაამარცხა და ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა.
ქართველ კალათბურთელს ისევ კარგი თამაში ჰქონდა, რომელმაც 31 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. კორსანტიამ 10-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
თად მაკფადენის „მენორკამ“ 102:85 აჯობა „ბურგოსს“, მაკფადენმა კი 22 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
„გიპუზკოა“ 9 მოგებით და 6 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს, თად მაკფადენის „მენორკას“ შეხვდება. "მენორკა" 8 მოგებით და 7 წაგებით მეშვიდე საფეხურზეა.







