NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა, რომელიც ოვერტაიმში 116:115 დაამარცხა და სეზონში 24-ე გამარჯვება ჩაიწერა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და უნდა ითქვას, რომ გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 107:107 დასრულდა და ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა, სადაც "ტორონტომ" მეტოქეს 9:8 აჯობა და მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.
სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა უქულოდ დაასრულა, ქართველმა პარკეტზე 18:08 წუთი გაატარა და 1 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელად "ტორონტოს" მოთამაშე სკოტ ბარნსი გახდა, რომელმაც შეხვედრა 31 ქულით, 7 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 24 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 13 იანვარს კვლავ "ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართავს.







