„ბარსელონამ“ წლის პირველი „ელ კლასიკო“ მოიგო და ტიტულიც მოიპოვა. ესპანეთის სუპერთასის ფინალში ჰანსი ფლიკის გუნდმა მადრიდის „რეალის“ დამარცხება შეძლო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის გამორჩეულმა ფეხბურთელმა რაფინიამ ჟურნალისტებთან საინტერესო განცხადება გაავრცელა.
"წლის ასეთი დასაწყისი შესანიშნავია. ყველა მოთამაშემ თავისი მაქსიმუმი გაიღო მოედანზე და ვფიქრობ მოგება დავიმსახურეთ. ჰანსი ფლიკი შესანიშნავი მწვრთნელია, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. ის რომ არ ყოფილიყო მე "ბარსელონას" დავტოვებდი. ის იყო ადამიანი, რომელიც ჩემთან მოვიდა და მითხრა, თუ დავრჩებოდი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდებოდი. ის უბრალოდ საუკეთესოა", - განაცხადა რაფინიამ.
შეგახსენებთ, რომ ფინალური შეხვედრა "ბარსელონას" გამარჯვებით 3:2 დასრულდა, ხოლო რაფინიამ "რეალის" კარში ორი გოლის გატანა შეძლო.





