მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბარსელონასთან 2:3 მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.
"განსხვავებული ემოციები მაქვს, ერთის მხრივ იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ გუნდმა ჩემპიონობა ვერ მოიპოვა და მეორეს მხრივ სიამაყის, რადგან გუნდმა მოედანზე ყველაფერი გაიღო და ახლოს იყო მოგებასთან. ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
ახლა მთავარია რაც შეიძლება მალე გადავშალოთ ახალი ფურცელი, რადგან წინ უნდა ვუყუროთ და განვითარდეთ. ეს ჩვენთვის ყველაზე უმნიშვნელო ტიტული იყო.
რაც შეეხება ცვლილებებს, კილიან მბაპე 90 წუთისთვის მზად არ იყო და მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვება მხოლოდ ამიტომ იყო განპირპობებული. ვინისიუსის შეცვლას ნამდვილად არ ვგეგმავდი, ის შესანიშნავი იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში. შეცვლა თავად ვინიმ ითხოვა, რადგან კუნთების პრობლემა ჰქონდა", - განაცხადა ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მე-16-ედ მოიგო.





