NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ ორლეან პელიკანსს“ უმასპინძლა, რომელსაც 128:118 აჯობა, ხოლო ქართველ ცენტრს სეზონში საუკეთესო თამაში ჰქონდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ "ორლანდოს" მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოზილიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომენტარი გოგა ბითაძეზეც გააკეთა და ქართველი შეაქო.
"დღევანდელი შეხვედრა მცირე დაზიანების გამო უენდელ კარტერ ჯუნიორმა გამოტოვა, რომელიც გოგა ბითაძემ შესანიშნავად შეცვალა. როდესაც შანსი ეძლევა, ბითაძე მას ყოველთვის იყენებს. გოგას ჩვენს თამაშში სიმტკიცე, ენერგია და კონცენტრაცია შემოაქვს", - განაცხადა მოზილიმ.
ცნობისთვის, ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო, პარკეტზე 32 წუთიც გაატარა, მათ შორის, მატჩის ბოლო წუთები, როცა თამაშის ბედი წყდებოდა და მწვრთნელი გარდამტეხ მომენტში ენდო.
გოგამ 32 წუთში 14 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მან 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, ერთხელ კი სამქულიანი ააცილა. როდესაც გოგა პარკეტზე იყო, მისმა გუნდმა მეტოქეზე 23 ქულით მეტი ჩააგდო, რაც შესანიშნავი შედეგია. ბითაძე მიმდინარე სეზონში პირველად იყო სასტარტო ხუთეულში და ორმაგი დუბლიც პირველად შეასრულა.







