ბერგამოს „ატალანტას“ 23 წლის ნახევარმცველმა ნიკოლა ჟალევსკიმ მოედანზე კი არა, პირად ცხოვრებაში მოახერხა ხმაურიანი „გოლის გატანა“. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი პოპულარულ ბლოგერსა და ინფლუენსერს, ემილი პალინის ხვდება. ეს ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ აი აქ იწყება დრამა!
საქმე იმაშია, რომ ემილი პალინი ადრე ჟალევსკის მეგობრის, DJ Ludwig-ის შეყვარებული იყო და მეგობრისთვის სარტფოს „ახევა“ მოგეხსენებათ ყველგან ცუდ საქციელად ითვლება.
თავდაპირველად ყველაფერი მხოლოდ სოციალურ ქსელებში ლაიქებსა და კომენტარებზე იყო დაფუძნებული, მაგრამ ცოტა ხანში ჟალევსკიმ პოლონელ გოგონასთან ერთად თამამი ფოტო ატვირთა. ფანებმა რეაგირება არ დააყოვნეს და „რომას“ აღზრდილ ფეხბურთელს კოლიზეუმთან ბანერი დაუხვდა წარწერით: „მეგობრის ღალატი დანაშაულია!“.







