კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანეთის სუპერთასში "რეალთან" მოგებული (3:2) მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კიდევ ერთხელ მოვახერხეთ "რეალის" დამარცხება. ზედიზედ სამი მოგებული ფინალი მათ წინააღმდეგ, ამის ყურება უბრალოდ ბედნიერებაა. ფეხბურთელებმა მოედანზე მთელი სული და გული ჩადეს და ვფიქრობ მოგება დავიმსახურეთ. ფეხბურთი საბოლოოდ სამართლიანი გამოდგა, რადგან კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მათზე უკეთესები ვართ. დღეს ჩვენს გულშემატკივარს დიდი სიხარული ვაჩუქეთ და ეს ორმაგად სასიხარულოა", - განაცხადა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ფინალური შეხვედრა "ბარსელონას" გამარჯვებით 3:2 დასრულდა, ხოლო რაფინიამ "რეალის" კარში ორი გოლის გატანა შეძლო.





