დღეს, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩაატარა, რომელიც სამწუხაროდ პერუელ გონსალო ბუენოსთან (ATP 214) ორ სეტში 1:6, 6:7 დათმო და ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ეს მიმდინარე წელს მეორე ტურნირი იყო, დღევანდელ მატჩამდე ნიკოლოზმა ბრიზბენის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, სადაც პირველივე წრეში კრისტოფერ ო'კონელთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ი რეიტინგში 107-ე ადგილზე იმყოფება.







